ნაპოლის ფეხბურთელები შესაძლოა გუნდის ბაზაზე ჩაკეტონ
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლიმ ახალი წელი საშინელი გამოსვლით დაიწყო, ტორინოსთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (3:0) მოქმედი ჩემპიონები სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე არიან.
ნეაპოლიტანელების სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ აღიარა, რომ გუნდს რთული პერიოდი აქვს და შესაძლოა მკაცრი ზომების მიღება გახდეს საჭირო.
ბოდიშს ვუხდით ჩვენს გულშემატკივრებს ამ მატჩისთვის. გუნდი ცოტა ამოუცნობია და ვფიქრობთ, როგორ დავაბრუნოთ მოტივაცია, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში დაბრუნდეს. ჯერჯერობით დალაგება არ გამოდის, ამას აქვს ობიექტური მიზეზებიც, მაგალითად მნიშვნელოვანი ფეხბურთელების არყოფნა (ანგისა და ოსიმენი აფრიკის თასზე ითამაშებენ), ეს ყველაფრის მიზეზი არ არის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთელების გამოკლებამ ხარისხზეც იმოქმედა.
პოლიტანო ბოლომდე მზად არ იყო, იმავეს თქმა შეიძლება ჟესუსზეც. სიტუაცია მარტივი არაა, მაგრამ ეს არ გვამართლებს. ბაზაზე შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, აჯობებს თუ არა, რომ ფეხბურთელებმა რაღაც დროის განმავლობაში სწორედ ჩვენს სავარჯიშო სივრცეში იცხოვრონ - განაცხადა მაურო მელუზომ
ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, ბოლოადგილოსან "სალერნიტანასთან" დიეგო არმანდო მარადონაზე ითამაშებს. გუნდს ბოლო 4 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, თასიდან კი გამანადგურებელი ანგარიშით (4:0) "ფროზინონესთან" გამოვარდა.