"ნაპოლის" ამხანაგური მატჩების განრიგი ცნობილია
"ნაპოლიმ" სერია A-ს ახალი სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ნეაპოლური გუნდი 5 შეხვედრას ჩაატარებს:
16 ივლისს - "ნაპოლი" - "ანაუნეს" (იტალია) დაუპირისპირდება, 20 ივლისს "მანტოვას" (იტალია), 28 ივლისს თურქულ "ადანა დემირსპორს" შეხვდება, 31 ივლისს ფრანგულ "ბრესტს", ხოლო ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ესპანური "ჟირონას" წინააღმდეგ 3 აგვისტოს ჩაატარებს.
ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, პირველადი ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელი გუნდს 25 ივლისს შეუერთდება.
ახალი სეზონიდან "ნაპოლის" პირველი ოფიციალური მატჩი იტალიის თასზე აქვს ჩანიშნული, შეხვედრა 10 აგვისტოს "მოდენას" წინააღმდეგ გაიმართება, ხოლო ნეაპოლური გუნდი სერია A-ს პირველ მატჩს "ვერონას" წინააღმდეგ 18 აგვისტოს ჩაატარებს.