Belive

ნაპოლიმ მონცას მოუგო | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ არენაზე "მონცა" 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა, ქართველმა შემტევმა 33-ე წუთზე ერთი გოლის გატანა მოახერხა.

კვარა Sofascore-მა 7.3-ით შეაფასა, კარში ერთხელ დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, ბურთს 47-ჯერ შეეხო, 27 გადაცემიდან ზუსტი 21 იყო (78%), 10 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას 7.2 შეფასება დაუწერა.

"ნაპოლიმ" ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი გახდა (4 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ნეაპოლელები "კომოს" წინააღმდეგ 4 ოქტომბერს ჩაატარებენ, მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სხვა სტატიები