ნაპოლიმ მეორე ამხანაგური შეხვედრა მოიგო
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის დაწყებამდე "ნაპოლი" ამხანაგურ შეხვედრებს მართავს, დღეს რიგით მეორე მოსამზადებელი ტიპის შეხვედრა "მანტოვას" წინააღმდეგ იყო. ნეაპოლელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს. პირველი გოლი მე-4 წუთზე იესპერ ლინდსტრომმა გაიტანა, მეორე მე-10 წუთზე ლეონარდო სპინაცოლამ, ხოლო მატჩში საბოლოო ანგარიში მე-16 წუთზე ვალიდ ჩედირამ დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია გუნდს 25 ივლისს შეუერთდება.
"ნაპოლი" კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს 28 ივლისს ალბანურ "ეგნატიას" შეხვდება, 31 ივლისს ფრანგულ "ბრესტს", ხოლო ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ესპანური "ჟირონას" წინააღმდეგ 3 აგვისტოს ჩაატარებს.