"ნაპოლი ჯეკ გრილიშის შეძენას განიხილავს" - Telegraph Sport
ნაპოლი ჯეკ გრილიშის შეძენას განიხილავს, Telegraph Sport-ის ცნობით ინგლისელი ფეხბურთელი ახალ კლუბს მას შემდეგ ეძებს, რაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მანჩესტერ სიტის განაცხადში ვერ მოხვდა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გრილიშის მომავალი სწრაფად ვერ გადაწყდება, რადგან მანჩესტერული კლუბი ხელფასის სახით, მას კვირაში დაახლოებით 300 000 ფუნტს უხდის, რის გადახდასაც ნაპოლი ვერ შეძლებს. ნეაპოლურმა კლუბმა ჯეკის მიმართ ინტერესი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც გამოხატა, თუმცა ჯერ მათ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, რადგან ისინი განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა გარიგების მიღწევა.
ნაპოლიმ უკვე განაცხადა, რომ გრილიშს აღნიშნული ოდენობის ხელფასს ვერ გადაუხდის და ალტერნატიული გზის მოძებნაა საჭირო, ეს საკითხი კი ტრანსფერს უფრო გააჭიანურებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიტი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ გრილიშის გაყიდვას შეძლებს, თუმცა სხვა წყაროები ვარაუდობენ, რომ მისი იჯარით გაშვება უფრო შესაძლებელია.