Belive

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლი'' ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს. ინფორმაციას CalcioMercato ავრცელებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი, დანიელე ლონგო წერს, მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ნეაპოლელების სურვილია, რომ ხვიჩასთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. გარიგების შემთხვევაში, კვარაცხელიას ანაზღაურება, სავარაუდოდ, ორჯერ გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 21 წლის ფეხბურთელს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


სხვა სტატიები