ნაპოლიმ იტალიის თასზე ანტირეკორდი გაიმეორა
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის თასის 1/8-ფინალში გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" 4:0 დამარცხდა.
ბოლოს ნეაპოლური გუნდი "კოპა იტალიაზე" საკუთარ არენაზე 0:4 სხვაობით 1958 წელს "ლაციოს" წინააღმდეგ დამარცხდა. მას შემდეგ შინ მინიმუმ 4 ბურთიანი სხვაობით "ნაპოლის" იტალიის თასზე არ წაუგია.
შეგახსენებთ, მატჩში ანგარიში 65-ე წუთზე ენზო ბარენეჩეამ გახსნა, რომელმაც ლუკა გარიტანოს ზუსტი გადაცემით ისარგებლა. 5 წუთში ჯუზეპე კასომ ,,ფროზინონე'' წინ ორი ბურთით გაიყვანა, 90-ე წუთზე ვალიდ შედირამ პენალტი ზუსტად შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთზე აბდუ ჰარუიმ დააფიქსირა. "ფროზინონეს" რიგებში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელიც მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანეს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევი მატჩში 64-ე წუთზე ჩაერთო.
,,ფროზინონე'' იტალიის თასის მეოთხედფინალში ტურინის ,,იუვენტუსისა'' და ,,სალერნიტანას'' წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.