ნაპოლიმ ჟირონას დოვბიკისთვის ოფიციალური შეთავაზებით მიმართა
"ჟირონას" უკრაინელი თავდამსხმელი არტემ დოვბიკი "ნაპოლისთვის" მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.
Diario AS-ის თქმით, აურელიო დე ლაურენტისმა "ჟირონას" ოფიციალურად უკვე მიმართა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა კლუბმა €35 მილიონიანი შეთავაზება მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ დოვბიკის თაობაზე "ჟირონას" მხოლოდ "ნაპოლი" გამოეხმაურა.
Napoli has made a €35M offer for Artem Dovbyk. The Ukrainian’s agent is in talks with Italian clubs. #Napoli are the only club to have made a formal offer, but Dovbyk is hesitant because Napoli won't compete in European competitions next season.
— Napoli Zone (@TheNapoliZone) June 11, 2024
[🌗@diarioas] pic.twitter.com/NVnF1g28du
მიმდინარე სეზონში დოვბიკმა "ჟირონას" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში ლომის წვლილი შეიტანა. მიმდინარე სეზონში უკრაინელმა თავდამსხმელმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 25 გოლის გატანაც შეძლო. ამასთან ერთად არტემმა 10 საგოლე გადაცემაც მიითვალა.