ნაპოლიმ ჰამედ ტრაორე გაიფორმა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლიმ'' ,,ბორნმუთიდან'' კოტ-დ'ივუარის ნაკრების შემტევი, ჰამედ ტრაორე იჯარით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაიფორმა.
იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლელებს ფეხბურთელის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
23 წლის ნახევარმცველს ,,ემპოლისა'' და ,,სასუოლოს'' შემადგენლობაში სერია A-ში 140 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 18 გოლია.
ტრაორემ მიმდინარე სეზონში ,,ბორნმუთის'' მაისურით სულ 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,ნაპოლის'' მეორე ტრანსფერია - ,,პარტენოპეიმ'' რამდენიმე დღის წინ, ,,სალერნიტანადან'' პასკუალე მაცოკი იყიდა.
From Ivory Coast to Napoli. Welcome Hamed! 👋
— Official SSC Napoli (@sscnapoli) January 17, 2024
💙 #ForzaNapoliSempre #FromNapolitotheWorld pic.twitter.com/cJk1A4HtQh