ნაპოლიმ და ბრაიტონმა ბილი გილმორის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიმ" და "ბრაიტონმა" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. საქმე ბილი გილმორის ნეაპოლში ტრანსფერს ეხება. როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, მხარეებს მხოლოდ საბოლოო დეტალები დარჩათ შესათანხმებელი.
აღნიშნული ტრანსფერის ღირებულება 17-18 მილიონი ევრო იქნება, ამას სხვადასხვა ბონუსებიც დაემატება.
აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" შოტლანდიელისთვის მგზავრობის და სამედიცინო შემოწმების დაგეგმვა უკვე დაიწყო.
საინტერესოა, რომ "თოლიებმა" "პარტენოპეის" პირველ შეთავაზებაზე უარი თქვეს, რომელიც 9.5 მილიონ ევროს შეადგენდა.
გასულ სეზონში გილმორმა საკლუბო ეგიდით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბილი ევროპის ჩემპიონატზეც გამოვიდა მაგრამ, დიდად ვერაფრით გამოირჩა.