Belive

კლოპი სიტის საქმეზე: „სრულიად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ლივერპულთან ერთად მივაღწიეთ“

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

„მანჩესტერ სიტის“ ფინანსური დარღვევების საქმეზე საბოლოო ვერდიქტს ჯერ კიდევ ელოდებიან, იურგენ კლოპი კი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ტიტულები „ლივერპულს“ გადაეცეს.

სამშაბათს გახმაურებული დასკვნის შემდეგ, კლოპს, რომელიც ამჟამად გერმანიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის, ჰკითხეს, რას ფიქრობს „ქალაქელების“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. საქმე ისაა, რომ პრემიერ ლიგის დამოუკიდებელმა კომისიამ „სიტი“ 2009-2018 წლებში წარდგენილ ყველა სერიოზულ ფინანსურ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. სწორედ ამ პერიოდში ააშენა მანჩესტერულმა კლუბმა ის გუნდი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთში ბატონობდა და ხშირად „ლივერპულსაც“ ჯობნიდა.

ოთხშაბათს, გვიან გამართულ პრესკონფერენციაზე კლოპმა აღნიშნა:

„მახსოვს, ერთხელ ვთქვი, საჩემპიონო აღლუმი თუ მოეწყობა, აუცილებლად ჩავალ-მეთქი. თუმცა ახლა ამას სხვანაირად ვუყურებ. ნამდვილად არ ვგრძნობ იმის საჭიროებას, რომ საგანგებო ავტობუსით აღლუმი მოვაწყო. შემიძლია უბრალოდ დაველოდო და მშვიდად ვიყო“ - იურგენ კლოპი

კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად პრემიერ ლიგა ერთადერთხელ, 2019-20 წლების სეზონში მოიგო. მისმა გუნდმა პეპ გვარდიოლას „სიტისთან“ საჩემპიონო რბოლა ორჯერ, სულ რაღაც თითო ქულით წააგო. ორივე სეზონში გუნდებმა ფანტასტიკური ბრძოლა აჩვენეს და სარეკორდო ქულები დააგროვეს.

„დიდ პატივს ვცემ პეპ გვარდიოლას და იმ ფეხბურთს, რომელსაც „სიტი“ ჩვენ წინააღმდეგ თამაშობდა. მოედანზე ისინი უმაღლესი კლასის მეტოქეები იყვნენ. ასე რომ, ახლა რაიმეს თქმა მიჭირს. თუ რამე სასჯელს დააწესებენ, ეს ჩემზე მაინც არ არის დამოკიდებული, უბრალოდ დაველოდები... სრულიად კმაყოფილი ვარ იმით, რაც მოხდა და რასაც მივაღწიეთ“ - იურგენ კლოპი

კლოპმა ეს განცხადებები გერმანიისა და სერბეთის მატჩის წინ გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი შეეცდება, თავიდან აიცილოს არასასურველი რეკორდი და არ გახდეს გერმანიის კაცთა ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელიც სადებიუტო სამ შეხვედრაში მოგების გარეშე დარჩა.

სხვა სტატიები