Belive

ნაპოლი გასპერინიზე ნადირობს - დე ლაურენტისის პირველი სამიზნე კი კონტეა

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემის "Il Corriere dello Sport"-ის ცნობით, "ნაპოლის" "ატალანტას" მთავარი მწვრთნელის - ჯან პიერო გასპერინის გადმობირება სურს, თუმცა კლუბის პრეზიდენტი - აურელიო დე ლაურენტისი, პირველ რიგში შემდეგ კანდიდატებს განიხილავს: ანტონიო კონტე, ვინჩენცო იტალიანო და სტეფანო პიოლი.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარტენოპეი" ზაფხულში მწვრთნელს კვლავ გამოცვლის.

მრავალი წყაროს მტკიცებით, კონტე აურელიო დე ლაურენტისის პირველი ვარიანტია, ხოლო ყველაზე მიზანშეწონილი სამიზნე "ფიორენტინას" ამჟამინდელი მწვრთნელი - ვინჩენცო იტალიანოა, რომელიც, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს "ფიორენტინას" დატოვებს.

რატომ სურს "ნაპოლის" გასპერინი?

"Corriere dello Sport" ამტკიცებს, რომ გასპერინი ერთხელ უკვე ახლოს იყო "ნაპოლიში" გადასვლასთან 2011 წელს. ის შეხვდა დე ლაურენტისს, რომელმაც მას კონტრაქტიც კი შესთავაზა, მაგრამ "ნაპოლიმ" საბოლოოდ გადაიფიქრა გასპერინის გადაბირება - მის ნაცვლად ვალტერ მაცარი აირჩია.

მოხსენების თანახმად, 66 წლის იტალიელი თავკაცის სათამაშო სტილი და ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების უნარი, დე ლაურენტისს ყველაზე ძალიან მოსწონს და შემდეგი სეზონიდან, სწორედ ამ ხაზით სურს მას საკუთარი კლუბის განვითარება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმისა, რომ დე ლაურენტისს კლუბში ჯან პიერო გასპერინის მოყვანა სურს.

თუმცა ამ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ ის ფაქტი აყენებს, რომ "ატალანტა" მიმდინარე სეზონში ისევე როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპა ლიგაზე მშვენივრად გამოიყურება. მათ ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, "ლივერპული" ენფილდზე 0:3 დაამარცხეს და ნახევარფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოს არიან.

სერია ა-ში კი "ატალანტა" მე-6 პოზიციას 51 ქულით იკავებს.

სხვა სტატიები