Belive

იტალიური მედია: "კვარა და ლუკაკუ ერთმანეთისთვის შექმნილებს ჰგვანან"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "კალიარის" ეთამაშა და მეტოქე 0:4 გაანადგურა. ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი თამაშია, რაც კონტეს მოსვლის შემდეგ ნეაპოლელებმა ჩაატარეს. ნაპოლის ახალმა შემტევმა დუეტმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და იტალიური მედია კვარასა და ლუკაკუს შორის უკვე დიდ ქიმიას ხედავს.

ლუკაკუ და კვარაცხელია - ეს ორი თითქოს ერთმანეთისთვისაა შექმნილი და მინდორზე საოცრად პოულობენ ერთმანეთს, უფრო ბუნებრივადაც კი, ვიდრე ეს ქართველისა და ოსიმენის შემთხვევაში მოხდა.

ბელგიელი და ქართველი შესანიშნავად შეხვდნენ ერთმანეთს - ისინი ნაპოლის ახალი მეგოლე "ტყუპები" არიან. - წერს Repubblica

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ოთხივე ტურში ითამაშა და 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. კალიარისთან მატჩში მან ერთხელ თავად უპასა ლუკაკუს, ერთხელ კი ბელგიელის ასისტით გაიტანა.

ამ მომენტისათვის, ნაპოლი ცხრილის პირველ ადგილზეა 9 ქულით, მათი გადასწრება პოტენციურად მხოლოდ 'უდინეზეს' შეუძლია, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები და 7 ქულა აქვს. ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად, "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები