ლევანდოვსკი ევრო 2024-ზე გახსნით მატჩს გამოტოვებს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ნაკრების კაპიტანი და თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დაშავდა. 35 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. რობერტმა აღნიშნული ტრავმა გასულ ღამეს მიიღო.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ლევანდოვსკი ევრო 2024-ის პირველ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთს პირველი შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ელის.
პოლონეთის ნაკრები D ჯგუფში ავსტრიასთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ერთად იასპარეზებს.
🚨🇵🇱 Robert Lewandowski has suffered a torn biceps femoris muscle yesterday night, he will miss opening game vs Netherlands.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 11, 2024
Poland report they are doing everything so he can play in 2nd match. pic.twitter.com/nWGt13tZSS