კვარაცხელიას ტრანსფერზე პსჟ-სა და ნაპოლის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა
დღეს საფრანგეთში ერთმანეთს ,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,ნაპოლის'' წარმომადგენლები შეხვდნენ და ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დღევანდელმა მოლაპარაკებებმა ორივე მხარისთვის დადებითად ჩაიარა.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს შეუთანხმდა 5-წლიან კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც კვარას ანაზღაურება ამჟამინდელზე 4-5-ჯერ მეტი იქნება.
ახლა ,,პსჟ'' და ,,ნაპოლი'' ერთმანეთთან ტრანსფერის საბოლოო ღირებულებაზე უნდა შეთანხმდნენ.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა
🔴🔵🇬🇪 Direct meeting took place today between Paris Saint-Germain and Napoli for Kvaratskhelia deal.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 13, 2025
PSG have total agreement with Kvara on 5 year deal, as reported last week — and talks are advancing fast on the fee.
Positive talks today, agreement now close between clubs. pic.twitter.com/Y0u8b7m3fX