Belive

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს ლივერპულთან გამართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი'' პირველ ტურში ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს, მატჩი 7 სექტემბერსაა ჩანიშნული. ნეაპოლელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას პირველ ნოემბერს ,,მერსისაიდელებთან'' სტუმრად ჩაატარებენ.

,,კოპენჰაგენი'' კი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, 6 სექტემბერს, პირველ მატჩში, ,,დორტმუნდს'' ესტუმრება.

ნაპოლის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:

  • ნაპოლი - ლივერპული / 7 სექტემბერი
  • რეინჯერსი - ნაპოლი / 13 სექტემბერი
  • აიაქსი - ნაპოლი / 4 ოქტომბერი
  • ნაპოლი - აიაქსი / 12 ოქტომბერი
  • ნაპოლი - რეინჯერსი / 26 ოქტომბერი
  • ლივერპული - ნაპოლი / 1-ლი ნოემბერი

კოპენჰაგენის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:

  • დორტმუნდი - კოპენჰაგენი / 6 სექტემბერი
  • კოპენჰაგენი - სევილია / 14 სექტემბერი
  • მანჩესტერ სიტი - კოპენჰაგენი / 5 ოქტომბერი
  • კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი / 11 ოქტომბერი
  • სევილია - კოპენჰაგენი / 25 ოქტომბერი
  • კოპენჰაგენი - დორტმუნდი / 2 ნოემბერი

სხვა სტატიები