Belive

კურტუა: ,,არსენალს სახლში 2 წელია არ წაუგია? ლივერპულიც ძლიერი იყო და 2:5 მოვუგეთ''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მეკარემ, ტიბო კურტუამ, ,,არსენალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,100%-ით მზად ვარ, მცირე პრობლემა მქონდა, მაგრამ უკვე რამდენიმეჯერ ვივარჯიშე. ბოლო მატჩები იმიტომ გამოვტოვე, რომ გარისკვა არ გვინდოდა.

არ ვიცოდი, რომ არსენალს საკუთარ მოედანზე 2 წელია არ წაუგია, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. ეს იგივეა, ჩვენ ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგა 15-ჯერ გვაქვს მოგებული. ვიცით, რომ ისინი სახლში ძლიერები არიან, მაგრამ ძლიერი იყო ლივერპულიც, როცა 2:5 მოვუგეთ.

არსენალს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და მათ პატივს ვცემთ. ეს გუნდი ძალიან საშიშია კონტრშეტევებისა და სტანდარტულების დროს. გუშინ ამაზე ვიმუშავეთ და ვიცით, როგორ დავიცვათ თავი. პირველ ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, რომ კუთხურები თავიდან ავიცილოთ.

იცვლება თუ არა ჩვენი დამოკიდებულება ჩემპიონთა ლიგის მატჩებში? არ ვფიქრობ, რომ დიდი სხვაობაა. ყველა თამაშს სერიოზულად ვუყურებთ და სასეირნოდ არც ლა ლიგაში გავდივართ. ჩემპიონთა ლიგაზე ადრენალინი კიდევ უფრო მეტია და თითოეული შეცდომაც უფრო ძვირად გიჯდება.'' - ტიბო კურტუა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,რეალი'' ,,არსენალს'' ესტუმრება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები