Belive

,,ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ'' - რას წერენ ფანები რეალისა და პსჟ-ს მატჩის შემდეგ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა რეალი 4:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საყვარელი გუნდის თამაშმა სამეფო კლუბის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებშიც აისახა. ფანები განსაკუთრებულად ცენტრალურ მცველებს - ანტონიო რუდიგერსა და რაულ ასენსიოს აკრიტიკებენ:

  • ,,რუდიგერმა საკუთარი თავი ამოწურა, მისი გაყიდვა მოგვიწევს. ასენსიოს არც კი ვიცი რა სჭირს...''

  • ,,პსჟ-ს ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში მშვიდად იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ პრესინგს არავინ აპირებდა. მბაპე და ვინისიუსი უბრალოდ დადიოდნენ...''

  • ,,გთხოვთ, გაყიდეთ რუდიგერი და ასენსიო. ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ.''

  • ,,სანამ ალონსო არ იპოვის გზას თუ როგორ უნდა ითამაშონ ერთად ვინისიუსმა და მბაპემ, ერთ-ერთი მათგანი სკამზე უნდა იჯდეს.''

  • ,,ვალვერდე და კურტუა ხელშეუხებელნი არიან, დანარჩენი 9 პოზიცია ვაკანტურია.''

  • ,,ამ მატჩის შემდეგ, რუდიგერმა და ასენსიომ საჯაროდ უნდა მოგვიხადონ ბოდიში.''

  • ,,ზაფხულში კონატეს ყიდვა გვჭირდება, რუდიგერმა და ასენსიომ ძირითადში ვეღარ უნდა ითამაშონ.''

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში პსჟ-ს მეტოქე ჩელსი იქნება. მატჩი კვირას, 13 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები