Belive

"ნაკრებში ასეთი ცუდი თამაში არ მქონია" - ჩეხი ფეხბურთელები წაგების შემდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სწრაფი ტემპით ვითარდება და თამაშის ხარისხს თვიდან თვემდე უმატებს, ამიტომ ჩეხეთთან პირველ მატჩს დიდი მოლოდინით ვხვდებოდით, მოგება გვინდოდა, თუმცა ანგარიშმა და შეხვედრის ხასიათმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. 4:1-მა და ლამაზ სტილში მოგებულმა შეხვედრამ მეტოქის ფეხბურთელებიც გააკვირვა (ჩვენგან განსხვავებით, უარყოფით კონტექსტში).

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ეროვნულ ნაკრებში, რაც კი მითამაშია - შესაძლოა ყველაზე ცუდიც. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. აბსოლუტურად არაფერი გამოგვდიოდა შეტევაში. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში. ჩეხეთის ნაკრებისთვის სამ დღეში უმნიშვნელოვანესი თამაშია და უნდა დავბრუნდეთ. - ტომაშ სოუჩეკი (ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი)
მატჩი ჩვენთვის ძალიან ცუდად წარიმართა. პირველი 20 წუთი კარგი იყო, მაგრამ მას შემდეგ არ ვიცი რა მოხდა. მოუწესრიგებელი ვიყავით, ალბათ ყველა რგოლში გვაკლდა რაღაც. პაუზები ბევრად უკეთ უნდა დაგვეჭირა და ჩვენს სასარგებლოდ გამოგვეყენებინა. პირველივე გოლის მომენტიდან ჯობდა თამაში საფუძვლიანად შეგვეცვალა - ლუკაშ პროვოდი (ჩეხეთის ნაკრების ნახვარმცველი)
სიმართლე გითხრათ, მე მსგავსი რამ არ განმიცდია. გვინდოდა პრესინგზე ასვლა, მაგრამ ყველგან ვაგვიანებდით. მათ დაგვშალეს და ჩვენი ორგანიზებულობა სადღაც გაქრა. როცა 3 გოლს 15 წუთში გაუშვებ - ეს ნიშნავს, რომ გუნდი თავდაჯერებული არაა. - ლადისლავ კრეიჩი (ჩეხეთის ნაკრების მცველი)

სქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის სათავეში მოექცა. ალბანეთმა სტუმრად მოუგო უკრაინას (2:1) და მათაც 3 ქულა აქვთ. 3 დღეში სწორედ გამარჯვებულები და დამარცხებულები ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. საქართველო ალბანეთს ესტუმრება, ჩეხეთი კი უკრაინას მიიღებს.

სხვა სტატიები