ჩეხი გულშემატკივრები: "ყველამ თავისი ხელით გარეცხოს მაისური"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 გაანადგურა. ეს თამაში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო, რაც კი ეროვნულ გუნდს შემოუთავაზებია. გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს. ჩეხეთმა ერთადერთი რისი გაკეთებაც მოოახერხა პრესტიჟის გოლი იყო - გადაწყვეტილი მატჩის მე-80 წუთზე. სოციალურ ქსელში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს საკუთარი გულშემატკივრები აკრიტიკებენ.
ზედმეტია ეს ყველაფერი. დღეს ყველა კანალიზაციაში იყვნენ, ამიტომ საკუთარი ხელით გარეცხონ ჩეხეთის ნაკრების მაისურები. არცერთი მათგანი არ იმსახურებს ამ მაისურის ქონას. ბაროში, ნედვედი, კოლერი, შმიცერი და პობორსკი გვყავდა. ესენი კი ფეხბურთელების უბრალო პაროდიები არიან. ასეთი თამაშით მწვრთნელი ჰაშეკი ხმას ვერ ამოიღებს რომელიმე ტურნირზე კვალიფიკაციაზე.
მე რომ ივან ჰაშეკი ვიყო, დღესვე გადავდგებოდი. როგორც ჩანს, უთავმოყვარეოა.
ამ მწვრთნელის შენარჩუნება არ შეიძლება, მაგრამ უკეთესი ვინ გვყავს? საქართველო კი ძალიან ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. მათ ბრწყინვალედ მოამზადეს ტაქტიკა ჩვენ წინააღმდეგ და ჩანაფიქრი შეასრულეს კიდეც.
უკვე წარმოუდგენელია, რა დიდი სხვაობაა ამჟამად ჩვენს ეროვნულ გუნდსა და საკლუბო ფეხბურთს შორის. ჩეხეთის ლიგა ყვავის - მაღლა იწევს თამაშით, ფინანსებით, მიმზიდველობით, დასწრებით... ჩვენი კლუბები თასებზე მშვენიერ ხარისხსა და შედეგებს აჩვენებენ.
რაც ვნახეთ არის ჩეხური ფეხბურთის განადგურება. ევროზე ქართველებთან ერთად ვითამაშეთ და ვიცოდით, რას უნდა ვდავლოდებოდით მათგან. ჰაშეკს ბევრი დრო ჰქონდა გეგმის შესამუშავებლად, რადგან ისინი სულ ერთნაირად თამაშობენ, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მივიღეთ. - ვკითხულობთ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ინსტაგრამის კომენტარებში
ჩეხეთის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს და რეაბილიტაციის შანსი ექნება, საქართველო კი სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება.