Belive

ნაჩო: ,,კვარაცხელია განსაკუთრებულია, მამარდაშვილი ფანტასტიკურ ჩემპიონატს ატარებს''

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა, საქართველოსთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა:

,,ვფიქრობ, საქართველო რთული მეტოქე იქნება! ალბათ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრშეტევებით საფრთხეს შეგვიქმნიან. დიდი სიფრთხილე გვმართებს და პირველივე წუთიდან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ.

შესაძლოა, ხალხის აზრით ჩვენ ამ მატჩში ფავორიტები ვართ, თუმცა ესპანეთისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვცდილობთ, რომ კონცენტრაცია არცერთ შეხვედრაში არ დავკარგოთ!

კვარაცხელია უდავოდ განსაკუთრებული ფეხბურთელია! რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ და ვიტყოდი, რომ სრულიად განსხვავებული მოთამაშეა. ძალიან სწრაფია და გამორჩეულია ერთი-ერთზე დაპირისპირებისას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერია და მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

გიორგი მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში ძალიან კარგად თამაშობს და ახლა ფანტასტიკურ ჩემპიონატს ატარებს. ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ და მას კარგი დღე არ ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა - წლებია ამტკიცებს, რომ მაღალი დონის მეკარეა!''
- ნაჩო ფერნანდესი

საქართველოსა და ესპანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები