Belive

,,გამარჯვება ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის გამო გვინდა!'' - პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ფრანსისკო კონსეისაუმ, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი გუნდის პოტენციური როტაცია? პორტუგალიის ნაკრებში 26 ფეხბურთელი თამაშობს და არა - 11. ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ეროვნულ გუნდს დავეხმაროთ და წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. მწვრთნელი თითოეულ ჩვენგანს ეყრდნობა და ძირითადი თერთმეტეულის დაყენება რთულია, რადგან სათამაშოდ ყველა მზადაა.

გამარჯვება, პირველ ყოვლისა, ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის გამო გვინდა, თუმცა, ისიც ვიცით, რომ გუნდში გვყავს ლეგენდები, რომლებმაც ისტორია შექმნეს და ახლა ჩვენს დასახმარებლად აქ არიან. ვფიქრობ, ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ასეთი ნაზავი შორს წაგვიყვანს!'' - ფრანსისკო კონსეისაუ

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ხვალ, 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები