Belive

ნაბი კეიტა ლივერპულს ზაფხულში დატოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Football Insider-ის განცხადებით "ლივერპულმა" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ნაბი კეიტასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

მერსისაიდელებს ზაფხულში კეიტას უფასოდ გაშვების სურვილი არ ჰქონდათ და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაიწყეს, რომ ხელშეკრულება გაეხანგრძილებინათ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები საერთო აზრზე ვერ შეჯერდნენ.

კეიტას უსასყიდლოდ გაშვებით, "ლივერპულს" დიდი ფინანსური ზიანი მიადგება. 2018 წელს ინგლისელებმა კეიტა "ლაიფციგიდან" 52,75 მილიონი ფუნტად შეიძინეს.

ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. აფრიკელმა სულ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველა ჯერზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფეხბურთელმა "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, გუნდის მიერ ჩატარებული წუთების მხოლოდ 26% ითამაშა.

სხვა სტატიები