არდა გიულერი: "მინდა ვიყო პირველი თურქი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"
მადრიდის "რეალის" 19 წლის თურქმა შემტევმა - არდა გიულერმა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სურს გახდეს პირველი თურქი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება და მას ამის რეალური შანსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ არდა გიულერი "მადრიდის" რეალის ღირსებას 2023/2024 წლების სეზონიდან იცავს. მან ჯამში 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო და ეს ორივე გოლი ლა ლიგაში გაიტანა.
მიმდინარე სეზონში არდა გიულერს ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია და ნაკლები შანსია იმისა, რომ ნახევარფინალურ მატჩებში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სამეფო კლუბის" თავკაცი - კარლო ანჩელოტი, თურქ ფეხბურთელზე უდიდეს იმედებს ამყარებს და ამბობს, რომ არდა გიულერი მადრიდის "რეალის" მომავალი ლეგენდაა.
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 30 აპრილს, მიუნხენში, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 8 მაისს მადრიდში გაიმართება.