"წადი და სხვაგან იტირე" - დი მარიამ მათეუსს უპასუხა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ მესის მე-8 ,,ოქროს ბურთი'' დაუმსახურებლად გადაეცა.
მათეუსის ეს განცხადება კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, რაზეც არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბენფიკას" შემტევმა - ანხელ დი მარიამ სახალისო პასუხი გასცა.
ლეო მესის მეგობარმა და თანაგუნდელმა - ანხელ დი მარიამ, ლოთარ მათეუსს სოციალურ ქსელში შემდეგი პასუხი გასცა.
"წადი და სადაც გინდა იქ იტირე. თუ შენ მესის ოქროს ბურთს აპროტესტებ და სვამ კითხვას, რატომ მოიგო მესიმ ოქროს ბურთი, მაშინ შენ ფეხბურთთან არანაირი შეხება არ გქონია..." - ანხელ დი მარია
,,ოქროს ბურთის'' წლევანდელი გამარჯვებული ლეო მესი გახდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მერვედ მიიღო.
ლეომ 2022 წლის დეკემბერში ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.