Belive

მუსიკა და საუკეთესო სტადიონები - ლამინე იამალის არჩევანი

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს გასაჯაროვდა, რომ ლამინე იამალი Beats by Dre-ს (ყურსასმენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდი) გლობალური ელჩი გახდა. Beats-მა დაიწყო კამპანია და საკუთარ ამბასადორს მთელს მსოფლიოს აცნობს. ერთ-ერთ ვიდეორგოლში, სადაც იამალი Lamine Records-ის აღმასრულებელი დირექტორის როლს თამაშობს, ცდილობს იპოვოს საუკეთესო ტრეკები თავისი მატჩის დღისთვის.

მე მიყვარს მუსიკა მრავალი მიზეზის გამო: ის მეხმარება მატჩის წინ კონცენტრირებაში, ასევე მეხმარება მოდუნებაში და ეს არის გართობის გზაც და სამყაროდან გაქცევის საშუალებაც.

ჩემთვის Beats არის მაგარი, ელეგანტური ბრენდი, რომელიც ჩემს პიროვნებასთან ასოცირდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათთან ვთანამშრომლობ.

უამრავი სტადიონია, სადაც თამაში ჯერ კიდევ არ გამომიცდია, განსაკუთრებით ევროპის გარეთ. თუმცა ევროპაში არის 2 საკულტო სტადიონი, სადაც თამაში ძალიან მინდა: ოლდ ტრაფორდი და ენფილდი. - განაცხადა ლამინე იამალმა

კარიერის განმავლობაში იამალმა ითამაშა სან სიროზე, ბერნაბეუსა და რა თქმა უნდა, ბარსელონას საშინაო სტადიონზე, კამპ ნოუზე, რომელიც ამჟამად რემონტის პროცესშია. იამალმა საყვარელ მოთამაშეებს შორის ბუკაიო საკა და უსმან დემბელე დაასახელა.

The Athletic-ის უკანასკნელი მონაცემებით, 17 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ოქროს ბურთის რეიტინგში მეორე ადგილზეა და მხოლოდ დემბელეს ჩამორჩება.

სხვა სტატიები