Belive

"მუსიალამ ძველებურად შესაძლოა ვეღარასდროს ითამაშოს" - ული ჰიონესი

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ჯამალ მუსიალას მომავალთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, გერმანელ ფეხბურთელს შესაძლოა, ძველებურ ფორმაში დაბრუნება გაუჭირდეს. სამედიცინო გამოკვლევების თანახმად, 23 წლის შემტევ ნახევარმცველს ნევროლოგიური ფუნქციის დარევა დაუდგინდა. ჰიონესის თქმით, ამ მდგომარეობის სრულად განკურნება მარტივი არ არის, მაგრამ მედიკამენტებით მისი კონტროლი შესაძლებელია.

ამ შემთხვევაში, დილემის წინაშე ვდგავართ. მას ისეთი დაავადება აქვს, რომლის სრულად განკურნებაც მარტივი არ არის. მაგრამ მედიკამენტების დახმარებით, მისი კონტროლი გარკვეულწილად შესაძლებელია. - ული ჰიონესი

დიაგნოზის მიუხედავად, მუსიალამ სეზონი წარმატებით დაიწყო და ოთხ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ, ტრავმის გამო მოედანს ჩამოშორდა. ფეხბურთელი ამჟამად ფორმის აღდგენაზე მუშაობს. ბაიერნის შემადგენლობაში ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელს სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია. მუსიალამ ბაიერნის მაისური, ბოლოს 18 სექტემბერს, უნიონ ბერლინის წინააღმდეგ მოირგო.

სხვა სტატიები