Belive

მათეუსი ჰიონესის კრიტიკაზე: „მუსიალას კომფორტის ზონიდან გამოყვანა სჭირდება“

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობა და ული ჰიონესის სკეპტიკური განცხადებები გერმანული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სანამ საზოგადოების ნაწილი საპატიო პრეზიდენტის სიტყვებს ზედმეტად მკაცრად აფასებს, ლოთარ მათეუსმა სიტუაცია სრულიად სხვა რაკურსით დაანახა გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ ლეგენდის მიზანი ფეხბურთელის კრიტიკა კი არა, მისი დამატებითი მოტივირება იყო.

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა Sky90-ის ეთერში აღნიშნა, რომ ჰიონესს მუსიალასთვის გარკვეული სტიმულის მიცემა სურდა და მისი სიტყვები პირად თავდასხმად არ უნდა აღქმულიყო.

„ული ცოტათი წაკბენას ცდილობდა. ფეხბურთელი მუდმივად კომფორტის ზონაში არ უნდა იყოს და ზოგჯერ სირთულეებთან გამკლავებაც უწევს. ვფიქრობ, ულის ამ განცხადებით სწორედ ასეთი წინააღმდეგობის შექმნა სურდა. მიმაჩნია, რომ მსგავსი რამის თქმა სრულიად მისაღებია. არ შეიძლება, ყველაფერს მხოლოდ დადებითი კუთხით შევხედოთ და უბრალოდ ველოდოთ მის დაბრუნებას“ - ლოთარ მათეუსი

თავად ჰიონესმა, რომელმაც საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია, ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, შეძლებდა თუ არა ახალგაზრდა ნახევარმცველი ძველი ფორმის დაბრუნებას. საქმე ისაა, რომ 2025 წლის ზაფხულში, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, მუსიალას მდგომარეობა ნევროლოგიურმა გართულებებმა დაამძიმა

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი მედიკამენტურ მკურნალობაზეა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხ თამაშში ითამაშა. ჯამალის დაბრუნება სანაკრებო პაუზის დასრულებისთანავე, ნოემბრის ბოლოს იგეგმება. „ბაიერნი“ „კიოლნს“ 21 ნომემბერს დაუპირისპირდება და დიდი შანსია, რომ მოედანს არა მხოლოდ მუსიალა, არამედ მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანიც დაუბრუნდეს. 

სხვა სტატიები