მურიელი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლუის მურიელმა ევროპული კარიერის დასრულება და ახალი გამოწვევის მიღება გადაწყვიტა. 32 წლის კოლუმბიელი ვარსკვლავი ფეხბურთის თამაშს MLS-ში გააგრძელებს და "ორლანდოს" ღირსებას დაიცავს.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ "ორლანდოსა" და "ატალანტას" შორის შეთანხმება შედგა. MLS-ის ბინადარი კლუბი, მურიელის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდის. ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ მურიელის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია.
შეგახსენებთ, ლუის მურიელი "ატალანტას" ღირსებას 2019-24 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში, 144 მატჩში 54 გოლის გატანა შეძლო.