გასპერინი ნაპოლიზე: ,,ეს ჰგავს სიტუაციას, როცა ცოლი და 2 შვილი გყავს და ლამაზ ქალს ხვდები''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ, ,,ატალანტას'' მთავარ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის, სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს.
იტალიურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ 66 წლის სპეციალისტით ,,ნაპოლის'' პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ინტერესდება. გასპერინიმ აღიარა, რომ ნეაპოლური ვარიანტი მისთვის დიდი ცდუნებაა:
,,ახლა გამარჯვებას ვზეიმობთ. ხვალ პრეზიდენტს გავესაუბრები და ვნახოთ, რა მოხდება...
ეს ყველაფერი ისეთ სიტუაციას ჰგავს, როცა ცოლი და 2 შვილი გყავს და ლამაზ ქალს ხვდები... შესაძლოა, ეთერში სათქმელად არც ისე კარგი მაგალითი მოვიყვანე. - ჯან პიერო გასპერინი
გასპერინი, ფაქტობრივად, არ უარყოფს, რომ ,,ნაპოლისთან'' მოლაპარაკებებს მართავს. მან რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ საქმე არა უკეთეს კონტრაქტსა და ფულს ეხება, არამედ ახალ გამოწვევას.
იტალიელს ,,ატალანტასთან'' ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.