Belive

ატალანტამ გუნდის რეკორდი დაამყარა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯან პიერო გასპერინის ,,ატალანტა'' საოცარ ფორმაშია. ბერგამოელებმა 2024 წელს 124 გოლი გაიტანეს, რაც კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

,,ატალანტამ'' 2021 წელს დაფიქსირებული რეკორდი გააუმჯობესა, როცა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 121 გოლის გატანა შეძლო.

,,შავ-ლურჯებს'' სერია A-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ 11 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილს 40 ქულით ლიდერობენ.

გასპერინის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 28 დეკემბერს, ,,ლაციოსთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები