განაცხადები ცნობილია - ინტერი Vs. ბარსელონა | ვინ ითამაშებს და ვინ ვერა
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ ეტაპზე, "ინტერისა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
პირველ მატჩში ორივე გუნდს ერთ-ერთი მთავარი ლიდერები დაემტვრათ, რის გამოც მათ მოედნის დატოვება მოუწიათ - ასეთი ფეხბურთელი "ინტერის" მხრიდან ლაუტარო მარტინესი იყო, ხოლო კატალონიელების შემადგენლობაში ჟიულ კუნდე.
უმნიშვნელოვანესი და უპრინციპულესი მატჩის წინ, უკვე ვიცით, თუ ვინ შეძლებს და ვერ შეძლებს თამაშს.
"ინტერი"
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერის დანაკლისი მინიმუმამდე შემცირდა და მათ - ვალენტინ კარბონი და ხოაკინ კორეა დააკლდებიან.
ლაუტარო მარტინესმა და ბენჟამინ პავარმა დღეს დილით ჩატარებული კვლევების შემდეგ, ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღეს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფორვარდი და თავდამსხმელი მატჩს ძირითადი შემადგენლობიდანვე დაიწყებენ.
🚨🚨🌕| Lautaro Martínez and Benjamin Pavard are both set to START against Barcelona.
— Managing Barça (@ManagingBarca) May 5, 2025
[@DiMarzio] pic.twitter.com/xjp7JdDphA
"ბარსელონა"
"ინტერისგან" განსხვავებით, კატალონიელებს ბევრად უფრო რთულად აქვთ საქმე.
კატალონიურმა გრანდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში ტრებლს უმიზნებს, "ინტერთან" სათამაშო შემადგენლობა უკვე გამოაქვეყნა.
უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ "ბარსელონას" შემდეგი ფეხბურთელები დააკლდებიან - ალეხანდრო ბალდე, მარკ ბერნალი, მარკ კასადო, ჟიულ კუნდე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და პაბლო ტორე.
თუმცა ძალიან კარგი ამბავია ის, რომ რობერტ ლევადოვსკიმ ვარჯიში განაახლა 2 დღის წინ და "ინტერის" წინააღმდეგ მზად იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებას.
🚨 Hansi Flick's squad for #InterBarça in the @ChampionsLeague semifinals! pic.twitter.com/ASBjEZyycV
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 5, 2025