მუნდიალზე მოსახვედრად ოცნებისთვის სან მარინოს დიდი ანგარიშით წაგება აწყობს
მსოფლიო ჩემპიონატის უცნაური წესების გამო, სან მარინოს ოცნების შესანარჩუნებლად, დიდი ანგარიშით წაგება სჭირდება.
სან მარინოს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი, თუმცა ისინი ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ეს ევროპული ნაკრები კონტინენტზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდია და მათ 219 თამაშიდან მხოლოდ სამი მოიგეს, თუმცა ამ გამარჯვებებიდან არცერთი არ მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის H ჯგუფში, სან მარინო, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილზეა 0 ქულით, 32 გაშვებული და 1 გატანილი გოლით - ამის მიუხედავად, მათ მუნდიალზე მოხვედრის ოცნება ისევ შეუძლიათ.
საქმე ისაა, რომ სან მარინომ, ერთა ლიგის D დივიზიონის საკუთარ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ერთა ლიგა კი მუნდიალზე მოხვედრის შანსებთან სქემატურადაა დაკავშირებული.
ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფები, სადაც ერთ-ერთში პირველი ადგილი სან მარინომ დაიკავა
მუნდიალზე მოხვედრის წესები:
მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფების 12-ვე პირველადგილოსანი, მომავალ ზაფხულს, მუნდიალზე ავტომატურად დაიკავებს ადგილს.
ერთა ლიგის ოთხი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პირველადგილოსნები, რომლებიც ავტომატურად არ იღებენ მსოფლიო თასზე გასვლის უფლებას - განთესილი პლეი ოფების ნაწილი გახდებიან.
16 ერი (4 ერთა ლიგიდან და 12 მუნდიალის საკვალიფიკაციოს ჯგუფების მეორეადგილოსნები) ოთხ ჯგუფად დაიყოფა და საკუთარ გზაზე იბრძოლებენ (4 გუნდი გავა მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე).
რა სჭირდება სან-მარინოს კვალიფიკაციისთვის?
როგორც აღვნიშნეთ, ერთა ლიგის ოთხი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ჯგუფის გამარჯვებული ევროპის პლეი ოფში იასპარეზებს. ესპანეთმა, გერმანიამ, პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, ნორვეგიამ, ჩეხეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთა ლიგაზე საკუთარი ჯგუფები მოიგეს - თითოეული მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფების პირველ ორშიც ხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ავტომატური კვალიფიკაციის გზაზე არიან.
ერთა ლიგის სხვა გამარჯვებულები იყვნენ შვედეთი, უელსი, რუმინეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, მოლდოვა და სან მარინო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ისინი პირველ ორ გუნდს მიღმა არიან, ამიტომ პლეი ოფის ადგილისთვის ბრძოლაში, ამ 6-დან, მხოლოდ ოთხს შეუძლია მონაწილეობა.
სან მარინო ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყანაა, თუმცა თუ მომავალი შედეგები მათ სასარგებლოდ წარიმართება, მათ მაინც აქვთ შანსი. მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე რუმინეთი სან მარინოს ჯგუფშია, ამჟამად მესამე ადგილზეა და შეუძლია მეორე ადგილზე გასვლა (სან მარინო ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ რუმინეთი მეორეზე გაიყვანოს).
სიტუაცია მუნდიალის საკვალიფიკაციოს H ჯგუფში
თუ 15 ნოემბერს რუმინეთი ბოსნიასთან არ წააგებს, იმავე თვის ბოლოს, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, სან მარინოს ამოცანა იქნება, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით წააგოს რუმინეთთან (იმ შემთხვევისთვის თუ ბოსნიას და რუმინეთს თანაბარი ქულები ექნებათ, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდება).
სან მარინოს, რა თქმა უნდა, სჭირდება ჩრდილოეთ ირლანდიამაც მეორე ადგილი დაიკავოს თავის ჯგუფში და სასურველია, რომ სხვა ჯგუფებშიც იგივე პოზიციები შენარჩუნდეს.