Belive

'სტადიონი ცაში' - საუდის არაბეთი უნიკალურ პროექტს იწყებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთი მსოფლიოში პირველი „ცის სტადიონის“ მშენებლობას გეგმავს.

ის მიწიდან 350 მეტრის სიმაღლეზე იქნება კონსტრუირებული და სავარაუდოდ, 2032 წლისთვის გაიხსნება, რათა 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლოს. როგორც ამბობენ, ის მზისა და ქარის ენერგიაზე იმუშავებს და 46 000 მაყურებელს დაიტევს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტადიონის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება და 2032 წლისთვის დასრულდება - ეს საუდის არაბეთის მიერ, გაფართოებული, 48 გუნდიანი ტურნირის მასპინძლობის განაცხადს შეესაბამება.

საუდის არაბეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიპოვა 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება, მიზნად ისახავს ტექნოლოგიების, მდგრადობისა და სანახაობის ერთ დიზაინში შერწყმას.

კონცეფცია ითვალისწინებს სტადიონს, რომელიც განთავსდება The Line-ის სარკისებურ კოშკებში, რაც როგორც მოთამაშეებს, ასევე გულშემატკივრებს, უპრეცედენტო ხედს შესთავაზებს.

სხვა სტატიები