მუნდიალის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელები | 2 რეკორდი რამდენიმესაათიან მონაკვეთში
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელის რეკორდი პირველსავე სათამაშო დღეს 2-ჯერ შეიცვალა.
2026 წლის მუნდიალის დაწყებამდე, ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი, ვისაც კი ოდესმე უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე უმუშავია, ოტო რეჰაგელი იყო. გერმანელი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საბერძნეთის ნაკრებს სათავეში 71 წლის ასაკში ედგა.

რეჰაგელის რეკორდი სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა, ჰუგო ბროსმა, ტურნირის პირველ მატჩში (მექსიკასთან) გააუმჯობესა - ბელგიელი 1952 წლის 10 აპრილსაა დაბადებული და 74 წლისაა.
თუმცა, ბროსის რეკორდი სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა, რადგან ამავე ჯგუფის მე-2 შეხვედრაში, ჩეხეთმა მიროსლავ კოუბეკის ხელმძღვანელობით ითამაშა, მწვრთნელის, რომლის ასაკიც 74 წელი და 9 თვეა (1951 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა).
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ ორივე რეკორდს 14 ივნისს კურასაოს მთავარი მწვრთნელი, დიკ ადვოკატი გააუმჯობესებს და 78 წლის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი გახდება.
Miroslav Koubek 🇨🇿 (74 ans et 283 jours) va devenir le plus vieux sélectionneur de l'histoire de la coupe du monde devant Hugo Broos 🇿🇦 (74 ans et 62 jours). pic.twitter.com/sQXP7n6s0v
— Actu Foot Stats (@Actufoot_stats) June 11, 2026