Belive

,,კარგად არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია'' - რონალდუს და პორტუგალიისა და კონგოს მატჩზე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს დამ, კატია ავეირუმ, კონგოსთან ფრის შემდეგ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თამაში გააკრიტიკა:

,,თითქოს, ფეხბურთელებს პასების გაცემა, ბურთის მოპოვება და კონტრშეტევებზე გადასვლა დაავიწყდათ... უცნაურია ეს ჩემპიონატი, ძალიან უცნაური. მაგრამ, მოდით, წინ ვიყუროთ - წარუმატებელი სტარტიდან, წარმატებულ ფინალამდე!

რა თქმა უნდა, როგორც ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი, იმედგაცრუებული ვიყავი. ცუდად ვითამაშეთ, კარგად არავის არ უთამაშია. მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მხოლოდ დავიწყეთ და სულ ეს იყო. შეცდომას ის უშვებს, ვინც მოედანზეა. დღეს არ იყო ის გუნდი, რომლის ნახვასაც ველოდით.'' - კატია ავეირუ

პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა.

რობერტო მარტინესის გუნდი მომავალ მატჩს სამშაბათს, 23 ივნისს, უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები