მუნდიალი 2022 | რონალდუს მორიგი რეკორდი | გოლი 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
37 წლის თავდამსხმელმა, განას წინააღმდეგ 65-ე წუთზე პენალტი წარმატებით შეასრულა და პირველი მამაკაცი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.
მისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუმ 2006 წელს ირანს გაუტანა. მას შემდეგ, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კიდევ 4 მუნდიალზე შეძლო მეტოქის კარის აღება. რონალდუმ მისი სანაკრებო გოლების რაოდენობა 118-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელზე ადრე ამ შედეგს კანადელმა კრისტინ სინკლერმა და ბრაზილიელმა ფორვარდმა მარტამ მიაღწეს, რომლებსაც, ასევე 5 სხვადასხვა მუნდიალზე აქვთ გოლი გატანალი.