Belive

ალ თაავუნი მაურო იკარდის დამატებას შეეცდება

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაბული კლუბი "ალ თაავუნი" მაურო იკარდიზე მალე ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, თუმცა, არაბული კლუბი არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით სერიოზულად ინტერესდება. შეგახსენებთ, რომ იკარდი ამჟამად "პსჟ-ს" საკუთრებაა და გარკვეულწილად ფრანსფერი მათზეც იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ მაურო "გალათასარაიში" ბედნიერია. გასულ სეზონში სტამბულურმა კლუბმა თურქეთის ჩემპიონობა იზეიმა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსიც აქვს. არგენტინელმა თურქული კლუბის მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარის აღება 26-ჯერ შეძლო. ამასთან ერთად იკარდიმ 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ "ალ თაავუნი" მისი არსებობის ახალ ეტაპზე გადადის. არაბულმა კლუბმა 2018-2019 წლების სეზონში მეფის თასი მოიგო. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ტიტული, რომელიც გუნდმა 1956 წლის შემდეგ მოიგო.

სხვა სტატიები