Belive

მუნდიალი 2022 | რა დატვირთვას ატარებს მოსასხამი, რომლითაც ლეო მესი შემოსეს?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალი ტურნირის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დასკვნითი მატჩის სტატუსით შევიდა. ლიონელ მესის დუბლისა და კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკის, პენალტების სერიისა და ემილიანო მარტინესის გმირობის შემდეგ, 7 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა თავისი ტიტულების უმდიდრეს კოლექციას ერთადერთი დარჩენილი ჯილდოც შეჰმატა.

​არაერთი გამორჩეული ეპიზოდით დატვირთულ საფეხბურთო სანახაობას დამატებითი ელფერი დაჯილდოების ცერემონიალმაც შესძინა. ბევრი გულშემატკივრისთვის დამაბნეველი და სოციალურ ქსელში იუმორისტული შინაარსის სურათების წყარო უშუალოდ მუნდიალის თასის აღმართვის ეპიზოდში, კატარის ემირის, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალთანმა მიერ ლეო მესის შემოსვა გახდა.

საინტერესოა, თუ რა დატვირთვას ატარებს რეალურად ეს სამოსი. როგორც ირკვევა, აღნიშნული სამოსი ტრადიციული არაბული მოსასხამი - ბიშტი გახლავთ. აღნიშნული სამოსი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება და მას არაბი მამაკაცები ატარებენ. ეს ყველაფერი არაბულ სამყაროში პატივისცემის გამოხატვის განსაკუთრებულ ფორმად მიიჩნევა.

არგენტინისთვის ეს ისტორიაში მესამე მსოფლიოს ჩემპიონობა იყო, რითაც საფრანგეთისა და ურუგვაის ნაკრებებს გადაასწრო. სამხრეთ ამერიკელებს მხოლოდ მეზობელი ბრაზილიელები, იტალიელები და გერმანელები უსწრებენ.

სხვა სტატიები