კეილორ ნავასი კარიერას ლეო მესის მშობლიურ გუნდში გააგრძელებს
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოსტა რიკელი მეკარე, კეილორ ნავასი, რამდენიმე თვის განმავლობაში უგუნდოდ ყოფნის შემდეგ, ფეხბურთს უბრუნდება.
მადრიდის "რეალისა" და "პსჟ-ს" ყოფილი გოლკიპერი, ლიონელ მესის მშობლიურ გუნდს, "ნიუელს ოლდ ბოისს" შეუერთდება.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, 38 წლის მეკარე არგენტინაში უახლოეს დღეებში ჩავა და გუნდი მას ოფიციალურად წარადგენს.
კეილორ ნავასი გუნდთან კონტრაქტს 2025 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმებს.
ევროპულ კარიერაში კეილორ ნავასმა არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ერთხელ ლა ლიგა, სამჯერ ლიგა 1, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერ თასი და ასევე, ოთხჯერ, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.