Belive

ლაუტარო მარტინესი: "რონალდუ რომ არა, მესი 15 ოქროს ბურთს მოიგებდა..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერის" ფორვარდმა - ლაუტარო მარტინესმა, ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დაუსწრებლად ვიცოდი, რომ 2023 წლის ოქროს ბურთს მესი მოიგებდა, ამას ფეხბურთის მაგარი მცოდნეებისგან დავა საერთოდ არ სჭირდებოდა. მესის უნდა მოეგო, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატი მოგვაგებინა და საოცარი მსოფლიო ჩაატარა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ როგორი მესიც ამ მსოფლიო თასზე ვნახე, ეგეთი მიზანდასახული მესი აქამდე არასდროს მინახავს. შედეგიც სახეზეა, მან მსოფლიო თასიც მოიგო და ოქროს ბურთიც.

მადლობა ვუთხრათ რონალდუს, რომ მან მესის ეპოქაში ითამაშა და შეძლო, რომ 5 ოქროს ბურთი მოიგო, თორემ მესის ოქროს ბურთების რაოდენობა ახლა 8 კი არა, მინიმუმ 15 იქნებოდა.

მესი გენიაა და ის ამას ყველა თამაშში გვიმტკიცებს..." - ლაუტარო მარტინესი

შეგახსენებთ, რომ თავად ლაუტარო მარტინესმა ოქროს ბურთის დაჯილდოება მე-20 პოზიციაზე დაასრულა.

სხვა სტატიები