Belive

მუნდიალი 2022 | ნეიმარი: "მადლობა პროფესორო, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ვისთანაც მიმუშავია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, ხორვატიის ეროვნულ გუნდთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის ტიტეს შესახებ ემოციურად ისაუბრა.

"სანამ პირადად შევხვდებოდით, საფეხბურთო მოედანზე არაერთხელ გადავიკვეთეთ. ყოველთვის ვფიქრობდი, ვინმეს გაბრაზება მაინც თუ შეუძლია ტიტეს?

ალბათ იმიტომ, რომ მაშინ შეკრიბე გუნდი, გამხადე მისი ლიდერი, მომეცი გოლების გატანის საშუალება. გიცნობდი, როგორც მწვრთნელს და უკვე ვიცოდი, რომ კარგად გაართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ როგორც ადამიანი, შენ საუკეთესო ხარ. მაშინ შემხვდი, გაიგე ჩემი ამბავი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ბედისწერის დამსახურებით, ჩვენ ერთად მუშაობა მოგვიწია.

მინდა მადლობა გადაგიხადო იმ ყველაფრისთვის რაც მოგვეცი. იმ უზარმაზარი ინფორმაციისთვის, რომელიც გადმოგვეცი და გვასწავლე.

შენ ყოველთვის იქნები ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც ოდესმე მყოლია ან მეყოლება ჩემს კარიერაში, მე ყოველთვის ვიფიქრებ შენზე. მშვენიერი მომენტები გვქონდა, მაგრამ გვქონდა ისეთი მომენტებიც, რომლებიც ძალიან გვტკიოდა და ეს უკანასკნელი კიდევ დიდხანს გაგვყვება.

ჩვენ ყველამ დავიმსახურეთ წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, დავიმსახურეთ იმ ყველაფრის გამო, რაც ამისთვის გავაკეთეთ, მაგრამ ღმერთს ეს არ სურდა. ალბათ ჩვენგან მოთმინება უნდოდა. ღმერთი გვაძლევს ყველაფერს, რაც გვჭირდება!

მადლობა პროფესორ ტიტეს ყველაფრისთვის და თუ არის თქვენი გამონათქვამი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ეს არის: "იყავი გონებრივად ძლიერი!". ახლა ეს ძალიან დაგვჭირდება", - თქვა ნეიმარმა.

61 წლის სპეციალისტმა ბრაზილიის ნაკრებში ექვსწელიწადნახევარი გაატარა და ამ დროში გუნდს 81 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა 61 მატჩი მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. 2019 წელს ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა, 2 წლის შემდეგ კი ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.

სხვა სტატიები