Belive

მუნდიალი 2022 | მე-18 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაში შედის. 6 დეკემბერს უკანასკნელი 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა და მუნდიალის 1/4-ფინალში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

1/4-ფინალში საკმაოდ საინტერესო წყვილებმა მოიყარა თავი და გულშემატკივარი მოუთმენლად ელის გრანდების დაპირისპირებას.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩები 9 დეკემბერს აიღებს სტარტს.

09.12.2022 - 19:00 ხორვატია  Vs. ბრაზილია

09.12.2022 - 23:00 ნიდერლანდები  Vs. არგენტინა

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე გუნდთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


ხორვატია  Vs. ბრაზილია


ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ლივაკოვიჩი - გვარდიოლი, ლოვრენი, იურანოვიჩი, სოსა - მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი - პერიშიჩი, კრამარიჩი, პასალიჩი.

ბრაზილიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ალისონი - ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მილიტაო, დანილო - კაზემირო, ნეიმარი, პაკეტა - ვინისიუსი, რიშარლისონი, რაფინია.

0:1 ნეიმარი

1:1 პეტკოვიჩი

თერთმეტმეტრიანების სერია: ხორვატია 4:2 ბრაზილია


ნიდერლანდები  Vs. არგენტინა


სხვა სტატიები