Belive

მუნდიალი 2022 | ლუის ენრიკე: "უნდა ვიფიქროთ, რომ საუკეთესოები ვართ და შვიდივე მატჩს ვითამაშებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში იაპონიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მოახლოებული დაპირისპირებისა და სხვა არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

"ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშზე ვმუშაობ და სასტარტო შემადგენლობას მხოლოდ ამის შემდეგ ვადგენ. ჩემს გადაწყვეტილებას არცერთ ფეხბურთელთან არ განვიხილავ, რადგან არავის არაფერი აქვს დასამტკიცებელი - ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ რომ გამარჯვებულები ვიყოთ. ექსპერიმენტების გაკეთება მიზნად არ გვაქვს - ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არის რომ ყველაზე რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენ დავაკოპირეთ ფრაზა US Open-დან: „ზეწოლის ქვეშ ყოფნა პრივილეგიაა“, რადგან არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე აქ იყო შენი ქვეყნის წარმომადგენლად. არ მგონია, რომ ის, რომ ხშირად პირდაპირ ეთერში ვერთვები, ვინმეზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს.

როდრის და გავის ფიზიკური პრობლემები აქვთ. თუმცა, თუ ისინი არ ითამაშებენ, სხვა ითამაშებს. მინდორზე ძალით არავის გავიყვან. რაც შეეხება მორატას ძირითად შემადგენლობაში გამოჩენას, შემიძლია ვთქვა, რომ რვა მრავალმხრივი შემტევი მყავს - მათგან ერთი თავდასხმის ხაზში აუცილებლად ითამაშებს. კონკურენცია მაქსიმალურია.

მაგალითად, ანსუ ფატი არ თამაშობს. თუმცა, ის ბოლო იყო გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში. ეროვნული ნაკრების რიგებში რვა ფორვარდი მოვიწვიე, მაგრამ მისი ნიჭით მაინც მოხიბლული ვრჩები. სამწუხაროდ, ჩვენს განაცხადში 26-ვე ფეხბურთელისთვის მოედანზე ადგილი არ არის.

ვიფიქრეთ მეორე ადგილზე გასვლაზე და ბრაზილიის ნაკრების თავიდან აცილებაზე? რა თქმა უნდა, თუმცა, მთელი ეს ლაპარაკი უსარგებლოა, რადგან შეიძლება ტურნირიდან ნებისმიერმა ნაკრებმა თამაშის დროის ბოლო 15 წამში გაგაგდოს. არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩვენი მეტოქე მერვედფინალში, რადგან ჯერ იქ არ ვართ. უმაღლესი დონის სპორტში ასეთი სპეკულაციების ადგილი არ არის. მსოფლიო ჩემპიონატზე ან მზად ხარ ნებისმიერის დასამარცხებლად, ან საერთოდ ვერ მიიღებ მასში მონაწილეობას.

Spain won't count chickens, must beat Japan: Luis Enrique | The Peninsula  Qatar

მსურს თუ არა ბრაზილიელების აცილება? რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები არიან და სხვათა შორის მათ შორის ფიფას რეიტინგის მთელ ათეულს დავასახელებდი. მაგალითად, საფრანგეთი, ისინი ახლა ძალიან კარგად თამაშობენ. 

იაპონიის გუნდს ახლა ბოლო ოლიმპიადიდან შვიდი ფეხბურთელი ჰყავს, სადაც დამატებით დროში დავამარცხეთ. მათ ასევე ჰყავთ მოთამაშეები ევროპაში, ზოგი ბუნდესლიგაში... ისინი დინამიურები, სწრაფები და ძალიან ძლიერები არიან. ფიქრისთვის ბევრი დრო არ გვექნება, რადგან მათ შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავთ. იაპონიის ნაკრებში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა და ეს ძალიან რთული თამაში იქნება.

იაპონიამ შეძლო გერმანიის დამარცხება და ეს დიდი გამოცდაა ესპანეთისთვის. ვფიქრობ, იაპონიასთან დომინანტურად ვითამაშებთ, მაგრამ იოლ თამაშს საერთოდ არ ველოდები.

მე ფეხბურთს ვხედავ როგორც შოუს, როგორც თეატრს. ხალხი აქ მოდის გოლების, ნათელი თამაშების სანახავად... მე მესმის, რომ სხვებმა შეიძლება სხვანაირად შეხედონ ამ სპორტს. მაგრამ მე მიყვარს თავდასხმა, გართობა.

ვცდილობთ, მოსამზადებელი პერიოდი მშვიდად გავატროთ, შესაძლო დამარცხებაზე ფიქრის გარეშე. თუ წავაგებთ, მიზანს დავკარგავთ. ოპტიმიზმი რეალობაზე მაღლა დგას. თუ ეს გუნდს პოზიტიურად შენარჩუნებაში დაეხმარება, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ, რომ საუკეთესოები ვართ და შვიდივე მატჩს ვითამაშებთ.

გერმანიის წინააღმდეგ ბოლო მატჩს ვუყურეთ და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჩვენი თამაშით შეტევაში და დაცვაში. ვთვლი, რომ დღეიდან კარგ ფორმაში ვართ", - თქვა ლუის ენრიკემ.

ესპანეთისა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირება 1 დეკემბერს, ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები