Belive

მუნდიალი 2022 | ფერნანდუ სანტუში: "ეს შესანიშნავი ღამე იყო, მაგრამ არა სრულყოფილი"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდს 6:1 აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა კომენტარი გააკეთა.

"მე ამას სრულყოფილ ღამეს არ დავარქმევ. თუმცა, დიახ ეს იყო შესანიშნავი ღამე. პორტუგალიამ აჩვენა უმაღლესი კლასის დამოკიდებულება მატჩის მიმართ, ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულნი ვიყავით. ეს იყო ძალიან კარგი მატჩი.

ჩვენ ვიცოდით თუ როგორ ითამაშებდა შვეიცარია და გვესმოდა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა სწორად მათი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ვცდილობდით, თავისუფალი ზონები არ დაგვეტოვებინა, ბურთი უმეტესად ჩვენ გვქონოდა და თუ დავკარგავდით, რაც შეიძლება მალე დაგვებრუნებინა.

თუმცა, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ისეთ გოლები, როგორიც აკანჯიმ გაიტანა. კარგი, არაუშავრს... ამ კომპონენტში გავუმჯობესდებით", - თქვა ფერნანდუ სანტუშმა.

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი "ალ თუმამას" სტადიონზე, 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები