Belive

კოლო მუანი: "ამ გოლს შეეძლო ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანკფურტის "აინტრახტის" ფორვარდმა - კოლო მუანიმ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 100%-იანი საგოლე მომენტი გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ფინალში ანგარიში 3:3 იყო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კოლო მუანს ყველაფრის დასრულება შეეძლო, თუმცა მას ერთი-ერთზე დარჩენილმა ემილიანო მარტინესმა აჯობა, საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული კი არგენტინას დარჩა.

France_Argentine_2022_Kolo_Muani_Martinez

"ამ მომენტზე საუბარი ამ წამამდე ყველაზე მეტად მიჭირს. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული მომენტი იყო, რამაც ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ბევრი უცნაურობებითაა სავსე.

ამ გაფუჭებულმა მომენტმა მაიძულა და მიმახვედრა, რომ ბევრად მეტი უნდა ვიმუშავო რაღაცებზე, მეტი უნდა ვივარჯიშო, რათა სასურველ შედეგს მივაღწიო და ის ტკივილი, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადავიტანე, მეორედ აღარ მქონდეს გადასატანი. ამ კუთხით კი ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ პროგრესიც მაქვს. ეს კი მე დიდ მოტივაციას და გამბედაობას შემძენს, რადგან შემდეგში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

მან (ემილიანო მარტინესმა) კარიერის საუკეთესო ბურთი მოიგერია, მართალია მე უკეთ დარტყმაც შემეძლო, თუმცა ის ნამდვილი კედელივით დაუხვდა ჩემს დარტმყულს. მე არ ვაპირებ, ამაზე კიდევ ბევრ ნერვიულობას, თუმცა იმ რამდენიმე წამიან მონაკვეთს ტვინიდან ვერასდროს ამოვიგდებ. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ჩემს ნაკრებს ვერ დავეხმარე მესამე ვარსკვლავის მოპოვებაში..."

სხვა სტატიები