მუნდიალი 2022 | დეშამი: "ჩვენ მხოლოდ ნახევარფინალში გასვლა გვინდა"
ინგლისთან 1/4-ფინალურ დაპირისპირებამდე, საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრესკონფერენცია გამართა. 54 წლის სპეციალისტს მის მომავალზეც ჰკითხეს, თუმცა, მან უპასუხა, რომ ახლა ის ამაზე არ არის ორიენტირებული.
მის მომავალ მოწინააღმდეგის შესახებ დასმულ შეკითხვას დეშამმა ასე უპასუხა:
"ინგლისი არის გუნდი, რომელიც კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოა. მუნდიალზე ამ ტაქტიკით მათ ბევრი გოლი აქვთ გატანილი. "სამი ლომი" ძალიან ხარისხიანი გუნდია. მათ ფეხბურთელებს გოლების გატანის უნარი აქვთ. ინგლისი დიდი გუნდია. მათ საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანეს სტანდარტული მდგომარეობიდან, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ეს ჩვენთანაც განმეორდეს." - განაცხადა დეშამმა.
54 წლის მწვრთნელს მის მომავალზეც ჰკითხეს. დეშაამა უპასუხა, რომ მის მომავალზე საუბრის დრო ახლა არ არის.
"მადლობელი ვარ კითხვისთვის, მაგრამ ახლა ჩემს მომავალზე ლაპარაკის დრო არ არის. ჩვენ მხოლოდ ნახევარფინალში გვინდა გასვლა. სწორედ ამაზე ვართ ახლა ფოკუსირებულნი."
Didier Deschamps on his future and the French president playing down stories on Zinedine Zidane: “I’m thankful for that but it’s not time to speak about my future now”. 🇫🇷 #Qatar2022
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 9, 2022
“We only want to get to the semi finals, that’s the focus now”. pic.twitter.com/gtVZy8AyjM
შეგახსენებთ, რომ ხვალ საფრანგეთის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება. 1/4-ფინალური შეხვედრა 23:00 საათზე გაიმართება.