მუნდიალი 2022 | 23-ე სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ხორვატიისა და მაროკოს დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც ხორვატთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
18 დეკემბერს, ასევე 19:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - საფრანგეთი, ტიტულის დაცვას არგენტინის წინააღმდეგ შეეცდება.
- მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეშვიდე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მერვე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეცხრე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეათე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-11 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-12 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-13 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-14 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-15 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-16 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-17 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-18 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-19 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-20 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | 21-ე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | 22-ე სათამაშო დღე
საფრანგეთმა და არგენტინამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოაჩინეს თავი და სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს ფინალური საგზური, სადაც მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი სცენარი არსებობს - საფრანგეთი გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიას დაწერს და იტალიის (1934, 1938) შემდეგ გახდება პირველი ნაკრები, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაეუფლება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. არგენტინის გამარჯვების შემთხვევაში კი ლეო მესი პირველად დაეუფლება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და საკუთარ ტიტულებით დახუნძლულ კარიერას უმნიშვნელოვანეს ჯილდოს შეჰმატებს.
18.12.2022 – 19:00 არგენტინა Vs. საფრანგეთი
არგენტინა Vs. საფრანგეთი
არგენტინის ძირითადი შემადგენლობა: მარტინესი; მოლინა, რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო, დე პაული, დი მარია, ფერნანდესი, მაკალისტერი, მესი, ალვარესი.
საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ლორისი; კუნდე, ვარანე, უპამეკანო, ტ. ერნანდესი, გრიზმანი, ჩუამენი, რაბიო, დემბელე, ჟირუ, მბაპე.