Belive

მანჩესტერ სიტი მატეო კოვაჩიჩის შეძენით ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მას შემდეგ, რაც "ჩელსის" მფლობელი ტოდ ბოელი გახდა გუნდი ახალ გზას დაადგა. ლონდონელებმა ახალი გუნდის ასაშენებლად უკვე სოლიდური თანხა დახარჯეს. "არისტოკრატები" ძირითად აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე აკეთებენ, რაც აკადემიის ფეხბურთელებს გზას უხსნის. საპირისპირო მდგომარეობაა იმ მოთამაშეებისთვის, რომელთა ასაკიც უკვე 30 წელს მიუახლოვდა.

Telegraph UK-ის ინფორმაციით, მატეო კოვაჩიჩის მომავალი "ჩელსიში" არც ისე ნათელია. ხორვატ ნახევარმცველს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება. მის მიმართ ინტერესს ინგლისის მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" იჩენს.

Sports Brief-ის ინფორმაციით, გრემ პოტერს იანვარში გუნდის გამოცდილ მოთამაშეებთან მკაცრი საუბარი ჰქონდა. ინგლისელი სპეციალისტი უკმაყოფილო იყო სათამაშო ფორმით. მათ შორის იყო მატეო კოვაჩიჩიც. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუ როგორ განვითარდება მატეოს მომავალი, თუმცა, აშკარაა, რომ მისი ლონდონში დარჩენა კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.

6 ნოემბრის შემდეგ, "ჩელსიმ" ბოლო 15 მატჩში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, რაც ინგლისის TOP 4 დივიზიონში ყველაზე ცუდი შედეგია. შეგახსენებთ, რომ გრემ პოტერის გუნდი პრემიერ ლიგაში 31 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს. "არისტოკრატებს" მომავალი შეხვედრა "ლიდსის" წინააღმდეგ ელით. აღნიშნული მატჩი 4 მარტს 19:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები