მუნდიალი 2022 | ბრაზილიის ექიმის კომენტარი ნეიმარის ტრავმაზე
მიუხედავად ბრაზილიის დამაჯერებელი გამარჯვებისა, სერბეთის წინააღმდეგ, "პენტაკოენესთვის" გუშინდელი დღე მაინც მძიმე აღმოჩნდა. 79-ე წუთზე, მილენკოვიჩის ვარდნის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელთა ლიდერმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
They actually let Neymar get kicked from pillar to post. You would’ve thought the amount of ankle injuries he’s suffered in his career would’ve raised awareness by now pic.twitter.com/DpxVsaPTrv
— Alexandre Pato (@SVCarbaholic) November 24, 2022
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ გულშემატკივარი დააიმედა, რომ ნეიმარი მსოფლიოზე ასპარეზობას გააგრძელებს. ბრაზილიის ნაკრების ექიმის როდრიგო ლასმარის თქმით, ნეიმარს ტერფზე რენტგენს გადაუღებენ.
"ჩვენ გვჭირდება 24-48 საათი, რომ უკეთ გავერკვეთ ტრავმის სიმძიმეში. უნდა დავაკვირდეთ ფეხბურთელის მდგომარეობას, მასზე ნაადრევ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარი 11 წუთით დარჩა მოედანზე, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა."
ბრაზილია ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. შემდეგი მატჩი მათ შვეიცარიის წინააღმდეგ ელით. ბრაზილია ბოლო შეხვედრას, ჯგუფურ ეტაპზე, კამერუნის წინააღმდეგ, 2 დეკემბერს გამართავს.